15 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
თურმე მას აქვს ჩვევა, რომ ყველაფერს ინახავს წინდებში და არა ჯიბეში - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი პოლონელ ექიმზე

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის განცხადებით, პოლონელმა ექიმმა დაარღვია ის, რომ მან არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამისთვის აუცილებელია კლინიკის, პაციენტის და პენიტენციური სამსახურის თანხმობა. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, როდესაც უცხოელმა ექიმმა ნივთი აიღო, თქვა, რომ მას ასეთი ჩვევა აქვს და ნივთს არა ჯიბეში, არამედ წინდაში იდებს.

"ჩემთვის ეს აუხსნელი და გაუგებარია. ვფიქრობ, რომ ძალიან არასასიამოვნო ინციდენტია, ეს არის ყველანაირი სამედიცინო ეთიკის დარღვევა. ოფიციალურად მოხდებოდა ამ ნიმუშების აღება, დალუქვა ხელწერებით და ბეჭდით. კლინიკიდან ამის გატანის უფლება კი მათ თავისუფლად ჰქონდათ. თურმე მას აქვს ასეთი ჩვევა, რომ ყველაფერს ინახავს წინდებში და არა ჯიბეში," - აცხადებს სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები