"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია და უბრალოდ, "რაღაც ფურცელი ედო წინდაში". მისივე თქმით, ეს შესაძლოა, იყოს უცნაურობა, თუმცა უცნაურობის გამო სკანდალის ატეხვა მეტისმეტია.
"საერთოდ გაუგებარია ეს ისტერიკა. ადამიანს რაღაცა ედო ფურცელი თუ ქაღალდი წინდაში, ეს ან რა კანონდარღვევაა, ან რა პრობლემაა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა მათ უპრობლემოდ შეეძლოთ ნებისმიერი რამ, რაც არის დაკავშირებული სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, გაეტანათ და რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს არაფერი კანონდარღვევა არ არის.
ჯერ არც ვიცით რა ნიმუშია, თვითონ ამბობენ, რაღაცის ნიმუშიაო, იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა და გამოიკვლია რა იყო, რატომ ედო? მისი საქმეა, ვის რა უდევს თავის წინდაში. უცნაურობა შეიძლება იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოხტეს და სკანდალი ატეხოს, წარმოუდგენელი რაღაცაა,"- განაცხადა გია ბარამიძემ.