15 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ნიკა გვარამიას და დავით არახამიას შეხვედრას ოპოზიციაში აფასებენ - მათი თქმით, საქართველოს გაერთიანების პროცესში ორივე დადებით როლს შეასრულებს

ნიკა გვარამია კიევში, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერს, დავით არახამიას შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები გვარამიამ და არახამიამ სოციალურ ქსელში განათავსეს. ნიკა გვარამია წერს, რომ ფოტოზე ასახულია ახლად დაწყებული თანამშრომლობა. საკითხზე განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას როლი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დავით არახამია არის წარმოშობით ქართველი, ის არის საქართველოს მეგობარი. ამიტომ, საქართველოს გულშემატკივარი 2 ადამიანის ერთად ყოფნასა და მათ ფიქრებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს გამთლიანების საქმეში არახამია და გვარამია დადებით როლს შეასრულებენ. 

დღის ამბები