"უკრაინის კანონმდებლობით, მე როგორც ვიცი და შევისწავლე ეს საკითხი, საზღვრის კვეთა უკანონოდ, არის ასევე დანაშაული, ისევე, როგორც ჩვენთან. სააკაშვილმა როდესაც გადმოკვეთა უკანონოდ, ჯერ უკრაინაში და შემდეგ ჩვენთან, დაარღვია კანონი უკრაინაშიც. ხომ უნდა დავსვათ კითხვა - რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება? ომამდე ხდება ეს ყველაფერი.
მე მქონდა პირადი საუბარი ზელენსკისთან და ჩვენ გავუზიარეთ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს გამოძიებას ჰქონდა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ოპერატიული და სხვა წყაროებით. გამოძიების შედეგად დადგინდა მათი ჩართულობა, მათ შორის, ლორთქიფანიძის ჩართულობა, ყოფილი მინისტრის მოადგილის. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ეს ადამიანი დააწინაურეს. ამით ჩანს დამოკიდებულება. ამიტომ, ნუღარ გაუკვირდება, აქ როცა ისმის დასაბუთებული ეჭვი და ვარაუდები, კონკრეტული მტკიცებულებებიც, თუნდაც.
ძალიან რთულია საზოგადოების მოტყუება. ჩვენ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვიცით მიზანი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაიწყო. ამის შემდეგ გახსოვთ თქვენ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ხელისუფლება თურმე არ არის ომისთვის განწყობილი, ასევე მოვისმინეთ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებები, რომ მათი სურვილი იყო აქ მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა "მეორე ფრონტი" მათგან მომდინარეობს, ეს ჩვენ კი არ მოგვიგონებია. ამიტომ, რატომ უკვირთ, რომ ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და, თუნდაც, რომ განაწყენებულები ვართ,"- განაცხადა პრემიერმა.