მას სჭირდება დახმარება და იგი სჭირდება უკრაინას - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ბარამიძე უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადებულ დადგენილების პროექტს.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვარი უკანონოს არ გადმოუკვეთავს.
"მას სჭირდება დახმარება და იგი სჭირდება უკრაინას. ჩვენი მეგობრები მოუწოდებენ აი ამ რეჟიმს, რომ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი უკანონოდ არ გადმოუკვეთავს და არც საქართველოში შემოსულა უკანონოდ. მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი და ის საქართველოში ნებისმიერ წამს შემოვა. მისი აქ ყოფნის ერთადერთი მიზანი იყო, რომ დახმარებოდა ქართველ ხალხს მშვიდობიანად, სწორედ არჩევნების გზით,"- განაცხად გია ბარამიძემ.