15 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა. მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა. მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე ცაგერში, მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს.

დღის ამბები