15 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი - მიხეილ სარჯველაძე "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლონელი ექიმის ქმედება ძალიან ცუდი და უსიამოვნო სანახავი იყო.

მისი თქმით, ამ ქმედების ნორმალურობისა და კეთილსინდისიერების ასახსნელად არანაირი მიზეზი არ არსებობს.

"უბრალოდ მიზეზი არ არსებობს, რომ ამას რაიმე ნორმალური ახსნა, კეთილსინდისიერი ახსნა მოუძებნო. ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. როგორც კი ელემენტარული ნორმები დააკმაყოფილეს, რომ შესვლისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთი წარედგინათ, შემდეგ მათ არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ, რომ შესულიყვნენ და მოენახულებინათ. ოღონდ, მონახულების შემდეგ, ის რაც მოსალოდნელი იყო, არანაირი ნაკლოვანება მკურნალობის , მანამდე შეთავაზებულ მეთოდიკას არ გააჩნდა და ეს ყველამ კარგად დაინახა. ეს ბოლო ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები