სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების მონაწილეობით, ევროკავშირში სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა.
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ.
შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. რომლის დასრულების შემდეგაც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"რეალური პროგრესი დამოკიდებულია მომდევნო ნაბიჯებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას. უნდა შეწყდეს ძალადობა და მკაცრი რიტორიკა, რათა შეიქმნას სათანადო გარემო მშვიდობიანი და ნორმალიზებული მოლაპარაკებებისთვის. მე ასევე ვიმეორებ ჩემს განზრახვას რომ მოვიწვიო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ზაფხულის შედეგ მორიგ შეხვედრაზე ბრიუსელში. მოსახლეობა პირველ რიგში უნდა დარწმუნდეს მათ უსაფრთხოებასა და უფლებებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მოვუწოდებ დიალოგისკენ ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ სომხეთის წარმომადგენლებს. ამ დიალოგმა უნდა უზრუნველყოს ნდობა დიალოგში ჩართული ყველა მხარისთვის. მოვუწოდებ ლიდერებს გადადგან შემდგომი გაბედული ნაბიჯები ვითარების ნორმალიზაციის გზაზე გადამწყვეტი და შეუქცევადი პროგრესის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა შარლ მიშელმა.
განცხადებები გაავრცელეს სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი პირების ოფისებმაც.