”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პოლონელი ექიმის ქმედების ირგვლივ ატეხილი ისტერიკა გაუგებარია, რადგან მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ჯერჯერობით უცნობია მართლა რაიმე ნიმუშის გამოტანას ცდილობდა თუ არა.
მისი თქმით, ექიმის ქმედება უცნაურია მაგრამ ამის გამო სკანდალის ატეხა წარმოუდგენელია.
"საერთოდ გაუგებარია ეს ისტერიკა. ადამიანს რაღაც ქაღალდი ედო ფეხსაცმელში თუ წინდა ში და ეს რა კანონდარღვევაა ან რა პრობლემაა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მათ უპრობლემოდ შეეძლოთ ნებისმიერი რამ, რაც დაკავშირებულია პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან გაეტანათ. რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს , არაფერი კანონდარღვევა არ არის. ჯერ არც ვიცით რა ნიშნულია, თვითონ ამბობენ, რომ რაღაცის ნიმუშიაო. იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, ვინმემ რამე გამოიკვლია - მისი საქმეა ვის რა უდევს თავის წინდაში. ამაში უცნაურობა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ უცნაურობის გამო ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოხტეს და რაღაც სკანდალი ატეხოს ეს არის წარმოუდგენელი რაღაც", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს რაიმე საიდუმლო ოპერაცია არ ყოფილა, უბრალოდ საუბარია ქმედების ფორაზე.
"წარმოუდგენელი მგონია, რომ ეს იყოს გაყალბება, რადგან ეს ადამიანი არის აქ იმისთვის, რომ ეს ნიმუშები აეღო და წაეღო. ეს არ არის რაღაც საიდუმლო ოპერაცია, რომელიც მაგალითად დამატებით აწარმოვა, ეს არის ის, რაც მას უნდა გაეკეთებინა მას, აქ უბრალოდ საუბარი გვაქვს ფორმაზე, რა ფორმით გაჰქონდა მასალები. თორემ სხვა მხრივ, ეს ადამიანი ჩამოსული იყო იმისთვის, რომ ეს მასალები შეეგროვებინა და წაეღო ანალიტიკისთვის. ამიტომ, აქ არაფერი საიდუმლო, შემთხვევითი და გზადაგზა დაგეგმარებული აქ არ მომხდარა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.