კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. -ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ტასი" და წერს, რომ კლიჩკომ ამის შესახებ 14 ივლისს უკრაინულ გამოცემა "ლევი ბერეგთან" ინტერვიუში განაცხადა.
"თუ ჩემი ცოდნა, ენერგია, გამოცდილებაა საჭირო, რომ უკრაინა ევროპული გახდეს, ყველაფერს გავცემ და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, - განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, რადგან უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება.