ვინ არის პოლონელი ექიმი, რომელმაც კლინიკა "ვივამედიდან" ფარულად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანა სცადა- "კურიერი P.S-მა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ეს არტურ ზააჩინსკია, 46 წლის ექიმი - ნეიროქირურგი, რომელიც ვარშავის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილედ მუშაობს. ახლა საინტერესოა, რა და რატომ გაჰქონდა უცხოელ ექიმს წინდის საშუალებით და რა იყო მისი მიზანი. ასევე, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ექიმების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას პოლონეთში ჩანიშნულ არჩევნებთან.
პოლონელ ექიმთა ჯგუფს, კლინიკიდან ნებისმიერი ნიმუშის ოფიციალური გზით წაღება შეეძლოთ, თუმცა კადრებში, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, კარგად ჩანს მამაკაცი, ვინც სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის - სავარაუდოდ ფრჩხილის ან თმის ფეხსაცმლით, მალულად გატანას ცდილობს. ეჭვს სწორედ ეს გარემოება აჩენს და აჩენს კითხვასაც, ხომ არ ჰქონდა ვინმეს ექსპრეზიდენტის ანალიზების გაყალბების სურვილი.
"ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარს" - ასე განმარტა უხერხული ქცევა ექიმმა, რომელიც საქართველოში, კიდევ 4 კოლეგასთან ერთად, სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩამოვიდა.
ავტორი: ანუკა ბუავა