პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. პარტიის წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია წითელი ხაზია.
"თითქოს გახარიას პარტია თანამშრომლობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ეს, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად დაუკავშირონ "ნაციონალურ მოძრაობას" პარტია "საქართველოსთვის". რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ პარლამენტშიც ვსხედვართ ერთად, საკრებულოებშიც არიან წარმოდგენილნი. ჩვენთვის წითელი ხაზია "ნაციონალური მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია,"- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს. ერთი მაგიდის გარშემო გახარიას გუნდისა და "ნაციონალური მოძრობის" ნახვამ მმართველ გუნდში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ ველზე გახარიასა და "ნაცმოძრაობის" ტანდემით ახალი მოთამაშეც გამოჩნდეს.