15 ნოემბერი 2024,   14:17
ვრცლად
უხერხული კითხვები, რომელიც გაჩნდა, უმჯობესია არ ჩნდებოდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული რასთან გვქონდა საქმე - მიხეილ სარჯველაძე "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი საქმეზე ბუნდოვანება გაიფანტოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

"პირველი ვერსია, ეჭვი რაც შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს, კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა ადამიანს გააქვს წინდაში ჩატანებით, მაშინ როდესაც ხელი მოუწვდებოდა ყველა მასალაზე, ასეთ დროს გაგიჩნდება პირველი ვარაუდი, რომ ასეთ დროს საქმე არცთუ კეთილსინდისიერ საქმესთან გვქონდეს. ეს არის სრულიად ბუნებრივი რეაქცია და ასეთ დროს, იმისთვის, რომ ეს უხერხული კითხვები, რომელიც გაჩნდა, უმჯობესია, რომ არ ჩნდებოდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული რეალურად რასთან გვქონდა საქმე," - აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონელი ექიმის მხრიდან საჭიროა მკაფიო პასუხი, რა განზრახვასთან გვქონდა საქმე. მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ, თუმცა მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.

დღის ამბები