15 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
"ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ერთი ხერხემალი აქვთ" - კალაძე ოპოზიციის შეკრებაზე კახეთში

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე კახეთში ოპოზიციის შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, რეალურად, ისინი ერთ პარტიას წარმოადგენენ.

მისივე სიტყვებით, იქ წარმოდგენილი ოპოზიციური სპექტრი "ერთი პატრონაჟის ქვეშ" არის.

"ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის ადამიანები. ზოგადად, ერთი პარტია იყო ეს თავის დროზე, შემდეგ მოხდა მათი დაშლა და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად წარდგნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი. დღეს შეიძლება ერთმა ერთი სახელი დაირქვას, მეორემ - მეორე, მაგრამ ეს ადამიანები ყველა არის ერთი. თუ როგორ წარდგებიან, რა ფორმით, რა ფორმულირება ექნებათ, პირადადა მე, არ მაინტერესებს, ესენი ყველა ერთნი არიან, ერთი ხერხემალი აქვთ,"- აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები