15 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სათადარიგო გეგმის განხორციელება დაიწყეს

უმრავლესობაში თვლიან, რომ პოლონელი ექიმის მხრიდან ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანის მცდელობა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ქმედებების ეჭვს ბადებს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მეორე, სათადარიგო გეგმის განხორციელება დაიწყეს.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია პოლონურმა მხარემ ოფიციალური, დეტალური ინფორმაცია გააჟღეროს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქვეყნიდან ჩამოსული მედიკოსის ქმედება.

სახელისუფლები გუნდმა ასევე ლოგიკურ ქმედებად შეაფასა, იუსტიციის მინისტრის განცხადება, გამკაცრდეს პროცედურები და მეტი ყურადღება დაეთმოს ყოფილ პრეზიდენტთან სხვა ქვეყნის ექიმების დაშვებას.

"მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერებაში დაეჭვების და ასეთი ვარაუდების ჩამოყალიბების საფუძველი არსებობს. შეიძლება არსებობდეს რისკი იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, უნდა იყოს მაქსიმალურად სკურპულოზური ყველა იმ ღონისძიების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების უსაფრთხოებას," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები