პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლონელი ექიმის ქმედება კეთილსინდისიერი მიზეზებით ვერ აიხსნება და საკვლევი ნიმუშების წინდით გატანა, არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის სჭირდებოდა.
სარჯველაძის განმარტებით, ამ ქმედების სხვანაირად ახსნა შეუძლებელია.
"როდესაც ადამიანს ლეგიტიმურად ხელი მიუწვდება და ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ნორმალურად, პორტფელის საშუალებით გამოიტანოს საკვლევი მასალა და ა.შ., ის ადამიანი იღებს წინდის მეშვეობით ფარულად და მალულად ცდილობს რაღაც მასალის გამოტანას, ბუნებრივია გაგიჩნდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის სჭირდება ასე ფარულად ამ აქტივობის განხორციელება. ფაქტია, რომ კეთილსინდისიერი მიზეზით ვერ ავხსნით ასეთ ქმედებას, როგორიც არის წინდით ნიმუშის გატანა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.