15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელს" ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, მათი ამოცანაა მიეკედლონ შედარებით დიდ პარტიას - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და დიდ პარტიასთან გაერთიანება სჭირდება.

"სტრატეგია აღმაშენებელს" არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, წინა რეზულტატები ამაზე მეტყველებს. ისინი გრძნობენ, რომ ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, მიეკედლონ რომელიმე, შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას, რათა მოიპოვონ ადგილები პარლამენტში, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან.

როგორც ჩანს, ეს არის მოტივაცია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, არ იტყვის, ადამიანს, ამბიცია აქვს პრემიერ-მინისტრობაზე, ვაშაძეს ვგულისხმობ და იგივე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ერთიანდება იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. ამიტომ უწევს მოგონება იმის, რისაც თვითონ შეიძლება არ სჯერა. რეალურად კარგად ესმით ოპოზიციაში, უბრალოდ, იძულებულები არიან ამაზე არ ისაუბრონ და უარყონ, რომ რეალურ კონკურენციას ხელისუფლებას ვერ უწევენ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები