„ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლოს ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მცდელობამ კრახი განიცადა.
"იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლოს ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.
რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას - ამით ამართლებენ უსამშობლობლობას“, - წერს გია ვოლსკი.