26 ივნისი 2024,   15:51
ვრცლად
მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ოდესაზე - ქალაქი, ბოლო 2 დღეში, მეორედ დაიბომბა

მასშტაბური საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე - რუსეთმა შეტევა ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ღამით გამოცხადებული იყო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ბოლო ორ დღეში მეორედ დაიბომბა ქალაქი ოდესა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქს შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტებით "კალიბრი" და Х-22-ით შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები. გასულ ღამით და გამთენიისას დრონებით შეტევა იყო კიევსა და კიევის ოლქზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კიევის და ოდესის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასკის, ჟიტომირის და ხმელნიცკის ოლქებში.

 

 

დღის ამბები