15 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
გამოდის, რომ ალასანია-სააკაშვილმა დაიქირავა კომპანია, რომელსაც უნდა ემუშავა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით - გურამ მაჭარაშვილი 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამოდის, "ალასანია-სააკაშვილმა დაიქირავა კომპანია, რომელსაც უნდა ემუშავა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით."

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრობს.

"რეალურად, გამოდის, რომ ალასანია-სააკაშვილმა დაიქირავა კომპანია, რომელსაც უნდა ემუშავა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. აქ სააკაშვილზეც აღარ არის საუბარი. ბლინკენი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დაარწმუნონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ასევე, სენატორებთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ სენატორები დაარწმუნონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ასევე, კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან. ვერ გადაურჩა ისიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდს, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნიუ იორკში უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლების შეწყალების მოთხოვნით. ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული კომპანია ქირაობდა ყველა იმ ევროპარლამენტარს, უხდიდა შესაბამის თანხებს, რომელიც ასევე საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა. ამაზე გვქონდა ყოველთვის ჩვენ საუბარი, რომელიც ახლა დაგვიდასტურა პრაქტიკულად სახელმწიფო დეპარტამენტზე გამოქვეყნებულმა ამ ინფორმაციამ,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები