15 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის თემით ხომ არ ამყარებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს წინასწარ იყო ინფორმირებული - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების განსაკუთრებული დაინტერესება მიხეილ სააკაშვილით, შესაძლოა, ადასტურებდეს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ხელისუფლება წინასწარ იყო ინფორმირებული სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ მიუხედავად უკრაინაშიც ჩადენილი კანონდარღვევისა, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და მიხეილ სააკაშვილი დღემდე იკავებს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას.

"საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როდესაც ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით მთელს მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი, თითქოს იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ა.შ. მინდა საჯაროდ დავსვა კითხვა, ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის თემით იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს წინასწარ იყო ინფორმირებული.

მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება, რომელსაც ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და ის მტკიცებულებები, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც ანალოგიურად, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი. უკრაინის კანონმდებლობით, საზღვრის კვეთა უკანონოდ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას და ისმის კითხვა - რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა. უფრო მეტიც - არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია.

კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს - მინისტრის ყოფილი მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ამ გამოგზავნის სპეცოპერაციაში, კონტრაბანდული გზით რომ შემოაპარეს და სრული კოლაფსი რომ განიცადეს, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ წარვუდგინეთ მტკიცებულებები და, ასევე, იმ მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელმაც უშუალოდ განახორციელა გადაზიდვა სააკაშვილისა, იმის შესახებ, რომ ის იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან. კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, sms-ები, ყველაფერი იქნა წარდგენილი და მივაწოდეთ უკრაინულ მხარეს, ომამდე ხდება ეს. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები