15 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, მოხდა სამარცხვინო ფაქტი, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომლებიც მათ პატიმარი სააკაშვილისგან აიღეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლა თავიდანვე სრულიად გაუგებარი მოქმედება იყო, ხოლო მათი შემდგომი საქციელი, მალულად ნიმუშების გამოტანა, იყო სამარცხვინო.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ოჯახს აქვს უფლება, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილის ადგილზე სამკურნალოდ, თუმცა პოლონელ ექიმებთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

"ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ერთგულნი ვართ, ჩვენს მიერ გაცხადებული სიტყვისა თუ ნებისმიერი დაპირებისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, განსხვავებით სხვებისგან. ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახს ჩამოეყვანა ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა - ადგილზე სამკურნალოდ.

ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც რამე მცდელობა იყო. გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა და შემდეგ მოხდა სამარცხვინო ფაქტი, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომლებიც მათ პატიმარი სააკაშვილისგან აიღეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მათ თავადვე მოახდინეს დისკრედიტაცია და ამ პროცესის მიმართ ყველანაირი სანდოობა დაიკარგა, ამიტომ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა, ამის მიუხედავად, ჩვენ თვალი დავხუჭეთ.

ახლა პოლონეთში არის პოლიტიკური კამპანია და სააკაშვილის ყოფილი მეგობრები, აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში და ამ საკითხს იყენებენ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს არის რეალობა. ჩვენ ამით ჟესტი გამოვხატეთ, მაგრამ ვინაიდან მათგან იყო ასეთი არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული, რაც ძალიან საეჭვო იყო, ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი შეთავაზება ოჯახის მიმართ ძალაში რჩება, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ და თუ მკურნალობა უნდათ უმკურნალონ და რაც უნდათ ის გაუკეთონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები