პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, პენიტენციური სამსახურის მიერ ჩხრეკის ჩანაწერი გამოქვეყნებაზე, ისევ შეფასებების თემაა.
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ "პენიტენციურ სისტემას მითითება ეძლევა და ისინი სწორედ ამ მითითებებით მოქმედებენ".
რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ რადგან უდავოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა პოლონელი ექიმების მხრიდან, ამას მხოლოდ აღიარება სჭირდება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პირველ რიგში იმისათვის არის საჭირო, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები არ დაზიანდეს:
"უდავოა რომ რაც მოხდა, ეს იყო ცუდი, ამას სჭირდება უბრალოდ თქმა, რომ ეს ცუდი რამ არის და აქ უნდა დაიხუროს თემა, თუკი ღირებულია ჩვენი ურთიერთობები. რაც შეეხება საქმიან ნაწილს, წარმოუდგენელი რამ მოხდა, ეს რომ კადრებით არ გაშუქებულიყო და ვინმეს ისე ეთქვა, იქნებოდა დაუჯერებელი ამბავი. აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება იყო უფლებამოსილი ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია მომხდარის შესახებ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.