15 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
გამოაშკარავდა ის სიმართლე, რასაც ჩვენი გუნდი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - გიორგი ამილახვარი

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტის ატვირთასთან დაკავშირებით, გამოხმაურებები გრძელდება. ამჯერად საუბარია ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლურ მედიაში სტატიების მომზადებასა და დაკვეთაზე.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. 

"მთელი ქვეყანა დარწმუნდა, რომ სიმულანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი, პირდაპირ ჩართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და მგონი დადასტურდა და გამოაშკარავდა ის სიმართლე, რასაც ჩვენი გუნდი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გაიხსნას ახალი საომარი ფრონტი და ქვეყანაში მოხდეს არეულობა. საზოგადოება კარგად ხედვას სიმართლეს,"- აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

დღის ამბები