"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივ პრეზენტაციას დღეს გამართავენ. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია. რაც შეეხება დროს, ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოდ პრეზენტაცია 20:00 საათზე გაიმართება.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ენმ-ში ხვდებიან, ამ დრომდე საზოგადოებისთვის შეთავაზებული მათი პოლიტიკა არასწორი იყო და ნარატივის შეცვლა სჭირდებათ.
"რადგან თავად ყურადღებას ამახვილებენ ახალ ენერგიასა, ახალ ძალაზე, ე.ი. ხვდებიან, რომ ამ დრომდე რასაც სთავაზობდნენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი ფუჭი იყო. ასევე ხვდებიან, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის შეთავაზებული მთელი მათი პოლიტიკა, იყო თავიდან ბოლომდე არასწორი და იმასაც მიხვდნენ, რომ სჭირდებათ ნარატივის შეცვლა.
თუმცა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებით და არანჟირების შეცვლით, რასაკვირველია შინაარსი და თვითონ მელოდია არ იცვლება," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.