15 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი და ეს პირველ რიგში სამედიცინო ეთიკის დარღვევაა - ზურაბ ჩხაიძე პოლონელ ექიმებზე

კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე, რომელიც პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფარულად გატანას ეხება, გიული ალასანია პრობლემას მხოლოდ პოლონელი ექიმის ჩხრეკაში ხედავს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით კი, ბრალდებას პენიტენციურ სამსახურს უყენებს:

"რა გგონიათ ჩხრეკას ვინ ატარებს - "ვივამედი"? ამის უფლება არც აქვთ. კლინიკა "ვივამედს" აქვს კონტაქტები პენიტენციურ სისტემასთან. მკურნალობაა მხოლოდ ექიმების ხელში,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

"ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს, რომ პოლონური მხარის ოფიციალური განცხადება იყო აღიარება იმისა, რომ კლინიკაში მართლაც სამწუხარო აქტი დაფიქსირდა, რაც მისივე განმარტებით, მინიმუმ, სამედიცინო ეთიკის დარღვევაა.

"რა თქმა უნდა, ეს აღიარება არის, რადგანაც ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი და ეს პირველ რიგში სამედიცინო ეთიკის დარღვევაა. ამ ნიმუშების გატანის არანაირი აკრძალვა არ ყოფილა. ჩვენ, როგორც კი ოფიციალურად გაიცა ნებართვა, ეს ნიმუშები ლეგალურად გადავეცით პოლონურ მხარეს აღებისთანავე,"- აღნიშნავს სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები