"პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღეში, 28 ივლისს შესრულდება ერთი წელი, რაც დაფუძნდა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა", - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა თქმით, "ხალხის ძალამ" ერთი წლის მანძილზე საზოგადოების ინფორმირებისთვის ყველაფერი გააკეთა და ამ გზის გაგრძელებას აპირებს მომავალშიც.
"პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღეში, 28 ივლისს შესრულდება ერთი წელი, რაც დაფუძნდა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა "ხალხის ძალამ". რომ გადავხედოთ იმ განცხადებებს, რასაც ვაქვეყნებდით, სამწუხაროდ, ყოველთვიურად ხდებოდა ამის ახდენა, ანუ ხდებოდა ზუსტად ისე, რასაც ჩვენ ვამბობდით. ნოემბერში ვამბობდით, რომ ვასალური დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არ შეიძლება, მერე ალაპარაკდა იგივე თემაზე მაკრონი, ალაპარაკდა თურქეთის პრეზიდენტი. მეორე ფრონტზე ვამბობდით, რომ გვაძალებდნენ, შემდეგ ალაპარაკდნენ თავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ა.შ. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "ხალხის ძალამ", პირველ ეტაპზე ეს როლი შევასრულეთ - საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით, რითაც ხდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოება მანიპულაციების ქვეშ აღარ ექცეოდა, რასაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც ჰქონდა ადგილი. ასე გაგრძელებას ვაპირებთ მომავალშიც", - განაცხადა მაჭარაშვილმა.