15 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
პორტუგალიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პორტუგალიაში დასრულდა. საქართველოს ევროპული მომავალი- ეს იყო შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხი.

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს.

პორტუგალიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დღის ამბები