მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ვაშაძე/ხაბეიშვილის ერთობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაშია.
"ხმამაღალი სახელები ყოველთვის მოიძებნება. სტრატეგია აღმაშენებელზე ხმამაღალი სახელი ძნელი მოსაძებნია, მაგრამ ნახეთ რომ სრული ფიასკო განიცადა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. ის კარგავს თავის თავის რეალურ სახეს, რომელსაც მეტ ნაკლები ცნობადობა გააჩნდა საზოგადოებაში. ალბათ ნიკა მელიაც საბოლოო ჯამში, დატოვებს ამ პოლიტიკურ პარტიას. პოლიტიკური პარტიის იმიჯი დაზიანებულია არაფორმალური მმართველობით, დაზიანებულია იმ პოლიტიკით, რასაც სააკაშვილი ატარებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ თავის გადარჩენის მიზნით. აქედან გამომდინარე, ეს ორი დაზიანებული პოლიტიკური ჯგუფი უერთდება ერთმანეთს. შედეგი იქნება მინიმალური. დღეს ხაბეიშვილი როგორც პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, იუმორის მომგვრელია, ამიტომ მისი საბოლოოდ ჩამოშორება მოხდება როგორც ლიდერის ამ პარტიისგან," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.