15 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილთან მქონდა აქამდეც კომუნიკაცია, ვაპირებ გავაგრძელო იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მიშას პარტია - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანების შემდეგ აცხადებს, რომ მათი მთავარი სტრატეგია გამარჯვება იქბება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია და მომავალშიც გაგრძელდება. 

"გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, თქვენ ნახავთ ახალ ადამიანებს. ახლა ჩვენ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ, ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა. ჩვენი სტრატეგია არის ერთი - გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასთან მქონდა აქამდეც კომუნიკაცია, ვაპირებ გავაგრძელო კომუნიკაცია, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის სიმბოლო. აუცილებლად, მასაც გავათავისუფლებთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები