ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების მიხედვით, მმართველ პარტიას ოპოზიციური კონსერვატორული პარტია უსწრებს, რომლის ლიდერს სოციალისტების მიერ მიღებული მრავალი რეფორმის გაუქმება სურს, თუმცა ქვეყნის პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი პარტია საზოგადოების მხარდაჭერას კვლავ მოიპოვებს და არჩევნებში გაიმარჯვებს.
ესპანეთში ხმის მიცემის პროცედურა 09:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.