ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, სტოლტენბერგი უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს - ამის შესახებ ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.
ელჩების დონეზე შეხვედრა ოთხშაბათს, 26 ივლისს გაიმართება, მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული "ბოლო მოვლენები და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირება" იქნება.