15 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძე ტროას ცხენად გადაიქცეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ - გიორგი ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ ეხმიანება ოპოზიციის გაერთიანების მცდელობას. მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ვაშაძე, საერთოდ, შემგროვებელი გახდა გაერთიანებების. მე მგონი, მე-5 თუ მე-6 გაერთიანება არის ამ მოკლე პერიოდში. ხან ხოშტარიასთან იყო, ხან ჯაფარიძესთან, ხან "ლელოსკენ" გაიწია, ხან სამნიძეს შეეყარა, ახლა ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" აპირებს დაბრუნებას. ეს პოლიტიკური ხეტიალი არ მთავრდება კარგად.

მისი ყოველი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობიდან", დაბრუნება, სადღაც შესვლა - დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ამგვარი ნაბიჯი შეთანხმებული იქნებოდა ადეიშვილთან, რომელიც არის მისი შემქმნელი და დამაარსებელი.

საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძე ტროას ცხენად გადაიქცეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, უფრო მოშალოს "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. პარტიული სხეული და უფრო გადაკიდოს ხალხი ერთი მეორეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები