19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის - დმიტრო კულება ოდესის ტაძრის განადგურებაზე

რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს. მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

"ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის," - აცხადებს კულება.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

დღის ამბები