საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე" წერს.
როგორც პრმემიერი აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.
"მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი," - აღნიშნავს პრემიერი.