პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ამ გაერთიანებით, ერთადერთი ვინც შეიძლება მოიგოს, არის ვაშაძე, რადგან შეიძლება მოხდეს პარლამენტში".
მისი განცხადებით, ეს გაერთიანება კიდევ ერთხელ მიუთითებს "ნაციონალური მმოძრაობაში" არსებულ კრიზისზე.
"ამ გაერთიანებით, ჩემი აზრით, ერთადერთი ვინც შეიძლება მოიგოს, არის ვაშაძე, რადგან შეიძლება მოხდეს პარლამენტში, დანარჩენი არის ლუსტრაცია იმის, რომ როგორმე მოახერხონ მეტად კოორდინაცია არეულობისთვის საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ.
გაუგებარი ის არის, ამ შემთხვევაში "პრიგოჟინის პარტიას" რა ერგება ამით, მაგრამ ეს მათი თავსატეხია ეს კიდევე ერთი ნიშანია იმის, რომ "პრიგოჟინის პარტიას" როგორი კრიზისი აქვს. მელია სადღაც დამალულია, ხაბეიშვილი სუსტია, ხედავენ და ჩანაცვლება უნდათ, მაგრამ თვითონ არ უნდა რომ ჩაანაცვლონ, ვაშაძეთი გაიმაგრა თითქოს ფესვები და არის ასეთი მდგომარეობა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.