15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს 12 რეკომენდაციის შესრულებას - დავით კირკიტაძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება 12 რეკომენდაციის შესრულებას თავს არიდებს.

კირკიტაძის თქმით, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ხელისუფლება არა თუ ასრულებს მათ, პირიქით საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არის მთავარი მოთამაშე პირობების შესრულებაში და ვალდებულება მათზე მოდის, არ ასრულებს და ცდილობს თავი აარიდოს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მას მერე, რაც რეკომენდაციები გაიცა, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ამ რეკომენდაციების საწინააღმდეგო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეფორმების გატარების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ხელისუფლებას და არგატარებული რეფორმებზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ მათ ეკისრებათ.

"როგორც თავად ევროკავშირი ამბობს, 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული. რეკომენდაციების ანუ რეფორმების გატარების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ხელისუფლებას. შესაბამისად, არგატარებული რეფორმების პასუხისმგებლობაც აქვს მხოლოდ ხელისუფლებას. თვეების განმავლობაში ისინი ამბობდნენ, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული, სად არის ყველა შესრულებული რეკომენდაცია? ახლა სხედან და თავს იმართლებენ, ცდილობენ მოძებნონ გამოსავალი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები