"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ"- ამ სახელწოდებით კონფერენცია დასასრულს უახლოვდება. პოლიტიკოსები, დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციები დილიდან მსჯელობენ, თუ როგორ შესრულდა ევროპის დათქმები და რა პროცესს გადის ქვეყანა.
მესამე სექტორში მართლსაჯულების რეფორმას გამოყოფენ, მიაჩნიათ რომ არ არის საკმარისი ნაბიჯები გადადგმული.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მართლმსაჯულების სისტემაში გადადგმული ნაბიჯები, არ არის საკმარისი სასამართლო სისტემის სრულფასოვანი რეფორმისთვის.
"ქართული ოცნებისაგან" ბევრი განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვფიქრობ, მათ მიერ ამ დრომდე გატარებული ნაბიჯები ძალიან ფრაგმენტული და არასრულია და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის საბოლოო შედეგებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის" განცხადებით, საგაზაფხულო სესიაზე მიღებული მართლმსაჯულების კანონპროექტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც სისტემაში არსებობს.
"ყველაზე ნაკლები გაკეთდა მართლმსაჯულების კუთხით, თუმცა ყველაზე მეტი არის გასაკეთებელი. ამავდროულად, ყველაზე მეტად არის პოლიტიკურად მწვავე საკითხი ხელისუფლებისთვის. საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონპროექტი, ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც არსებობს სისტემაში და მართლმსაჯულების რგოლში საჭიროა უფრო ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმით", - განაცხადა გურამ იმნაძემ.
რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია ქართული ოცნების შეფასებით. მათი თქმით, საქართველოს დიდი წინგადადგმული ნაბიჯები აქვს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცვლილებებისთვის.
"საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულფასოვან რეფორმაზე, კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ დასაწყისშივე ვამბობდით, რომ - რა მოიაზრება კონკრეტულად, არ არის წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცვლილებები განვახორციელოთ, რაც თანხვედრაშია საუკეთესო ევროპულ მოდელთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ჩვენ რაიმე ისეთი სიახლე, რომელიც იქნება ექსპერიმენტული, ვამბობთ, ამის დროს არ გვაქვს და ექსპერიმენტებს სასამართლოზე ვერ ჩავატარებთ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშავილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეკომენდაციების შესასრულენლად. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციონერების მონაწილეობა და აქტიურობა,"- აცხადებს ბოჭორიშვილი.