განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები მინისტრმა გადასცა. ამავე დროს, წელს პირველად გაიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით და ის საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტმა - ვლადიმერ ჭოღოშვილმა მიიღო.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა მომავალი სასწავლო წლისთვის დააფინანსა 150-მდე სტიპენდიატი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში. ამ მიზნით გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია.