15 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
საქსტატმა 104 წლის იუბილე აღნიშნა

საქსტატმა 104 წლის იუბილე აღნიშნა - 25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მიმართეს.

გოგიტა თოდრაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა სტატისტიკის სამსახურის 104 წლის იუბილე და პრეზენტაციის სახით, საქსტატის მიღწევები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

დღის ამბები