15 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა. ამის შესახებ მან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას ისაუბრა, სადაც დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობაში საელჩოს თანამშრომელთა ჩართულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, საქართველოს "სენატორებიც აშავებდნენ და სააკაშვილზე ზღაპრებს ჰყვებოდნენ."

"ვისურვებდი, საელჩოს წარმომადგენლები, როცა ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ასე ურცხვად უტევდნენ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.

სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ - ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით. ეს პირდაპირ უნდა ითქვას! მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა, რომ ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ, კითხვა ელჩს რომ დაუსვეს ამაზე, არ ვიცი, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობო, ეს არ არის სწორი,"- განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები