07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
"ყირიმი, ისევე როგორც დანარჩენი უკრაინა, თავისუფალი იქნება რუსული ბოროტებისგან" - ზელენსკი

"ყირიმი, ისევე როგორც დანარჩენი უკრაინა, თავისუფალი იქნება რუსული ბოროტებისგან,"- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-უკრაინის პირველ საგანგებო სხდომაზე ალიანსმა უკრაინის პორტებზე თავდასხმა ცალსახად დაგმო.

"ჩვენ ყირიმის დეოკუპაციური ნაბიჯების სიას ვამზადებთ, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სოციალურ ნაბიჯებს. საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია ყირიმის უკრაინის სახელმწიფო ქსოვილში რეინტეგრირება. ოკუპანტებს ურჩევნიათ დაფიქრდნენ იქ, ყირიმში, რომ სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ ასე თუ ისე მუშაობს, სახლში, რუსეთში უნდა დაბრუნდნენ. ყირიმი, ისევე როგორც დანარჩენი უკრაინა, თავისუფალი იქნება რუსული ბოროტებისგან. რუსეთი წააგებს ამ ომს და ვერცერთი რაკეტა მას ვერ გადაარჩენს,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები