თუ ვისაუბრებთ იმ თვალსაზრისით, თავმოყვარეობასთან რამდენად არის თავსებადი მისი ფუნქცია "ნაციონალურ მოძრაობაში", მე მგონი, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა კორექტულად რომ ვთქვა, სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს. იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ რჩება ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიის მენეჯმენტთან არსებული დაპირისპირების ფონზე.
როგორც დავითულიანმა განმარტა, "ნაციონალური მოძრაობა" ისეთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში ვერ ახერხებს ოპერირებას. შესაბამისად, მისი თქმით, დაპირისპირების მიუხედავად, მელიაც სწორედ ამიტომ რჩება პარტიაში.
"როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობა" არის ის დაჯგუფება, სადაც ისეთია ვირუსი, რომ მის ფარგლებს გარეთ ოპერირება ადამიანს, პოლიტიკოსს აღარ შეუძლია როცა იქ არის ნამყოფი. "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არის პოლიტიკური კეთროვანების ორგანიზაცია, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში უბრალოდ ვეღარ არსებობს როგორც პოლიტიკოსი," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.