შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.
სამართალდამცველებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ გომელაურმა მათ სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.