საქართველოსა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს შემოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისი ხელისუფლება Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ემზადებოდა, სანაცვლოდ კი საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით.
„ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით. ეს გემები ჩამოიყვანდნენ ათასობით მდიდარ ამერიკელს, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავდნენ.
ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით“,- ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.