China Daily საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრის შესახებ წერს. როგორც ჩინური გამოცემა იუწყება, სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩენგდუში შედგა.
China Daily-ის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.
"ეს არის ახალი საწყისი წერტილი, ჩინეთმა და საქართველომ უნდა დაგეგმონ ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით, ხელი შეუწყონ სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ, მდგრად განვითარებას, მისცენ ბიძგი ორი ქვეყნის წინსვლასა და აღორძინებას," – განაცხადა სი ძინპინმა.