რა როლი ჰქონდა ამერიკის საელჩოს თანამშრომელს სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაში, რომლის შესახებაც ინფორმაცია "ფარას" დოკუმენტებში გამოქვეყნდა - ევან ელიოტთან დაკავშირებით, რომლის სახელი და გვარიც დოკუმენტებში ფიგურირებს, ამერიკის საელჩოს ოფიციალური განცხადების შემდეგ, დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანი ამბობს, რომ არც ამერიკის საელჩო და არც მათი თანამშრომელი, სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაში არ მონაწილეობდნენ.
"ჩვენ ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ არავინ საელჩოს თანამშრომელი არ ყოფილა ჩარეული სააკაშვილის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში. რაც შეეხება ამ თანამშრომელს და მასთან კომუნიკაციას, იქ იყო ნახსენები უბრალოდ, რომ მან უპასუხა სატელეფონო ზარს და სხვა ამის იქით არაფერი არ ყოფილა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად გავიმეორებ, რომ საელჩოს არცერთი თანამშრომელი არასდროს ყოფილა ჩართული ლობისტურ საქმიანობაში, ტელეფონზე პასუხის გაცემა ნიშნავს ტელეფონზე პასუხის გაცემას და არაფერს მეტს," - აცხადებს კელი დეგნანი.
ავტორი: ანუკა ბუავა.