სანქციების კოორდინატორებმა საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანის თქმით, საქართველო ამ კუთხით კარგი პარტნიორია.
"რამდენიმე კვირის წინ გვქონდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორთა მნიშვნელოვანი ვიზიტი.მათ ისაუბრეს საქართველოს მთავრობასთან და მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის რაც ვნახეთ, იმის მცდელობაში, რომ არ მოხდეს იმ კომპონენტების გადატანა, რასაც ვხედავთ ბრძოლის ველზე და, რომელიც კლავს ხალხს უკრაინაში. სწორედ ამაზე იყო მთავარი ფოკუსი.
საქართველო კარგი პარტნიორია ამ საკითხში და ჩვენ გვჭირდება, სამომავლოდაც ვიყოთ ფხიზლად. ბევრი ხალხია, რომელიც ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, რომ ეს კომპონენტები რუსეთში შეიტანოს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ეს არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით,"- აცხადებს კელი დეგნანი.