ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო დეგრადირებულ სახეს დაინახავს.
"ფაქტია, ამ ადამიანების "ღირებულებები" როგორი დაცემულია და როგორ არანაირად არ მოდის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებთან, პირიქით, ეწინააღმდეგება მათ, ვინაიდან აქ მხოლოდ და მხოლოდ შიდა გავლენებისთვისაა ბრძოლა, აქვთ არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითი მერაბიშვილი-კეზერაშვილის მხრიდან და ფაქტია, რომ თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღიარებენ ამას. რაც უფრო მოახლოვდება 2024 წლის არჩევნები, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო დეგრადირებულ სახეს დავინახავთ,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.