15 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
აჭარასა და ჩინეთის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა, სადაც მათ ისაუბრეს საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. ჰუან ციანმა მინისტრს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მწვანე ენერგიის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ტურისტული კუთხით. მან გამოთქვა მზადყოფნა სიჩუანში უმასპინძლოს მაღალი დონის დელეგაციებს საქართველოდან, რათა შედგეს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩინეთისა და საქართველოს ცალკეულ მხარეებს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ხაზი გაესვა, საქართველოს გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მდებარეობას, მის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. აღინიშნა საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალი, და გამოითქვა მზადყოფნა ჩინეთთან და მის ცალკეულ პროვინციებთან, თანამშრომლობის განვითარებისთვის. ასევე აღინიშნა აჭარის რეგიონისა და მისი სექტორული უპირატესობების შესახებ.ილია დარჩიაშვილმა, აქცენტი მზარდ ტურისტულ პოტენციალზე, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობებსა და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობაზე გააკეთა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ.

 

დღის ამბები